მალიში მძევლად აყვანილთა შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ბევრი თანამშრომელია
20-11-2015, 05:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მალის დედაქალაქ ბამაკოში, სასტუმრო "რედისონში" მძევლად აყვანილთა შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ბევრი თანამშრომელია. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

 


თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სასტუმროში, სადაც ბოევიკები შეიჭრნენ, დამსვენებლებს შორის თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის ექვსი თანამშრომელია.

 

 

 

ჩინური მედია კი იუწყება, რომ მძევლებს შორის ჩინეთის მოქალაქეებიც არიან.

 


თავდამსხმელების რაოდნეობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ზოგიერთი მედიასაშუალება იუწყება, რომ სასტუმროში ორი პირი შეიჭრა, ნაწილი კი 10 თავდამსხელის შესახებ საუბრობს.

 


მძევლად აყვანილთა რაოდენობა 170-ს შეადგენს. აქედან 140 სტუმარია, 30 კი სასტუმროს თანამშრომელი.

 


მალის უსაფრთხოების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თავდასხმას სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა. აქედან ორი მალის მოქალაქეა, ერთი კი ფრანგი.

 

 

ამ დროისთვის, ადგილობრივ სამართალდამცავებს სასტუმროს შენობა ალყაში აქვთ მოქცეული. სასტუმრომდე მისასვლელი გზები გადაკეტილია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი