ავლაბრის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ივლისიდან ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
მოედნის რეაბილიტაციის დროს, ბარათაშვილის აღმართიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება, ავლაბრის მოედნიდან წურწუმიას, ზურაბაშვილისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების გამოყენებით, ხოლო წურწუმიას ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, გადაადგილება დასაშვები იქნება თელავის, ბოჭორმისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების გავლით.
აღნიშნული სამუშაოების პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მარშრუტით:
ავტობუსები: N305, N309, N325, N333, N337 და N393 ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს, გორგასალის ქუჩის, 300 არაგველის ხიდის, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით იმოძრავებენ, რის შემდეგაც,ავტობუსები -N305, N309, N325, N333, N393ლეხ კაჩინსკის ქუჩიდანქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილდებიანდა დადგენილი სქემითიმოძრავებენ, ხოლო ავტობუსი N337ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან მოძრაობას უკვე არსებული სქემით შეძლებს.
მიკროავტობუსები: N462, N472, N528, N534 და N540 ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებითგადაადგილდებიან, რის შემდეგაც, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების გავლით, ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან, საიდანაც მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.