დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერიის ადგილობრივი გადასახადების და მოსაკრებლების განყოფილების უფროსი კარინე გრიგორიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განსახილველი იყო სამი საკითხი:
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამალია მღდესიანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის საკრებულოს მიერ ცნობად მიღების შესახებ;
2. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
3.,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2022 წელს რეგიონალური პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელ და განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 11 დეკემბრის #23 16 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ․
დღის წესრიგის პირველი საკითხი საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს, მეორე და მესამე კი ერთხმად დამტკიცდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.