საფრანგეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე 2008 წლის ომის მოვლენები გაიხსენა.
"მე ჩამოვედი საქართველოში და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად წავედით გორში, სწორედ მაშინ შემოვიდა რუსეთის არმია. ჩვენ ვნახეთ, რა დღეში იყვნენ ადამიანები, რომელთაც ბომბავდნენ. შემდეგ დავბრუნდით თბილისში და ძალიან ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. ამავე დროს, ევროკავშირის ხუთი პრეზიდენტი ჩამოდიოდა საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს იყო მხარდაჭერა. თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დამირეკა და მითხრა, რომ უნდა ჩავსულიყავი მოსკოვში, სადაც მედვედევთან გვქონდა მოლაპარაკებები. გზად ვნახე დაბომბილი ცხინვალი, ლტოლვილები, რომლებიც ჩრდილოეთისკენ გადაადგილდებოდნენ და მე არ მინდოდა წავსულიყავი ისე, რომ მათაც არ შევხვედროდი. ამიტომ ორივე მხარის პოზიციები მოვისმინე. მივედი ბანაკში ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც ცხინვალიდან წამოსული ლტოლვილები იმყოფებოდნენ. მოვისმინე ამ ადამიანების პრობლემები. შემდეგ კი ჩავფრინდით მოსკოვში, სადაც გვქონდა შეხვედრები. ბატონი პუტინი ძალიან მკაცრად გვესაუბრებოდა. ჩვენი მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერა. შემდეგ პრობლემები შეიქმნა იმასთან დაკავშირებით, რომ ლავროვის თქმით, ცვლილება იყო თარგმანში და როცა დავბრუნდით დოკუმენტით საქართველოში, არა მარტო სააკაშვილმა არ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს, არამედ რთული იყო ევროკავშირის იმ ხუთი პრეზიდენტის დარწმუნებაც კი, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა მიზანშეწონილი იყო", - განაცხადა კუშნერმა.
კუშნერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა სწრაფად იმოქმედა და ამ სისწრაფემ ძალიან კარგი სამსახური გასწია ომის შეჩერების პროცესში.
კუშნერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა რა თქმა უნდა, ანგარიში არ გაუწია ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიან შეთანხმებას, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის შექმნა და სიტუაციის სტაბილიზაცია.
"რუსეთის ჯარს რა თქმა უნდა, შეეძლო თბილისში შემოსვლა და ვფიქრობ, საქართველოში პრეზიდენტების ყოფნამ ამას ხელი შეუშალა", - განაცხადა კუშნერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.