მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამ ეტაპზე, ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული სკვერის აღდგენა მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, 5 000 კვ. მ ფართობზე განთავსდება საბავშვო ზონები,
სპორტული მოედანი და ტრენაჟორები. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი
სისტემა. სრულად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების
სისტემა. საპარკე სკამები და ურნები დამონტაჟდება. ასევე, ტერიტორიაზე მწვანე
საფარი სრულად შენარჩუნდება და ახალი ნარგავებიც გაშენდება.
მიმდინარე პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, მთაწმინდის
რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან ლევან ბაჩიაშვილთან და
დედაქალაქის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ აბაშიძესთან
ერთად ადგილზე გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება და
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 680 000 ლარია გამოყოფილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.