ნიკანორ მელია: ველოდებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, უშუალოდ გადაწყვეტილებას. ეს პროცესი უკვე დამაზიანებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის
01-08-2022, 12:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია და დამოკიდებულება, ახლა რაც ხდება, ისედაც წყალი არ აკლია ივანიშვილის წისქვილს და სულ უფრო მეტი წყალი ისხმება მის წისქვილზე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

 


„ჩვენ ველოდებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, უშუალოდ გადაწყვეტილებას. ეს პროცესი უკვე დამაზიანებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის, რადგან სივრცეები სულ უფრო და უფრო მეტი რჩება სპეკულაციისთვის, ნიჰილიზმისა და დეპრესიული ბაცილების უხვად… პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ სხვადასხვა ჯგუფები ჰყავს მხარდამჭერების, ეს სიძლიერეა ჩვენი, ვინაიდან ჩვენ გვაერთიანებს ერთი ძირითადი იდეა, რის გარშემოც ვართ გაერთიანებული, ამ ქვეყნის გამოყვანა მოჯადოებული წრიდან. თქვენთვისაც, ჩვენთვისაც, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მისი პოზიცია და დამოკიდებულება. უბრალოდ ის, რაც ახლა ხდება, ისედაც წყალი არ აკლია ივანიშვილის წისქვილს და სულ უფრო და უფრო მეტი წყალი ისხმება მის წისქვილზე ახლა. არ ვიცით, არ ვიცნობთ ადამიანს, ბატონ შალვა ხაჭაპურიძეს და ხომ არ მოგატყუებთ ახლა. ამ განცხადებების შემდეგ, ახლა გითხრათ, რომ სურვილი მაქვს მისი გაცნობის, ნაკლებად ვიქნები დამაჯერებელი. ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ერთ-ერთი მათგანი შევა და მოინახულებს ზეგ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე კონტექსტს აღვიქვამ ბევრი თვალსაზრისით ძალიან ადეკვატურად და არ მინდა, ჩემი თუნდაც ძალიან მართალი პოზიციიდან გამომდინარე იმ პროცესს ხელი შევუშალო ნებსით თუ უნებლიეთ, რამაც შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოს საზღვარგარეთ, უფლება არ მაქვს ამ ეტაპზე“, – განაცხადა ნიკანორ მელიამ, რომლის კომენტარს "პირველი არხი" ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი