დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქანელას ქუჩაზე ახლად გახსნილი სასტუმრო „კარუსელი“ დაათვალიერა.
თბილისის მერის თქმით, მიესალმება მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას, რომელიც მოქალაქეების დასაქმებას უწყობს ხელს.
„დედაქალაქში კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა, რაც, დაახლოებით, 16 ნომერზეა გათვლილი. მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, თბილისში ბევრი სასტუმრო გაიხსნა და იქმნება სამუშაო ადგილები. სასიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყანაშიპანდემიის შემდეგ, ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. იქმნება ახალი სასტუმროები, კაფეები, ჰოსტელის ტიპის დასასვენებელი სივრცეები. ყოველთვის მივესალმებით მსგავსი პროექტების განხორციელებას. კონკრეტულად ამ სივრცეში, დაახლოებით, 20-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.