„რთულია ამ ტკივილის და დანაკლისის სიტყვებით გადმოცემა“ - კახა კალაძემ გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარება გამოთქვა
02-08-2022, 11:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გუდაურში ავიაკატასტროფის შედეგად რვა ადამიანის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა.

 


„მინდა, გამოვეხმაურო იმ დიდ ტრაგედიას, რომელიც გასულ კვირას მოხდა. ამ ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა.მუდამ ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე მყოფი გმირი მაშველები, ექიმები, სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ტრაგიკულად დაიღუპნენ სამაშველო ღონისძიების დროს. რა თქმა უნდა, რთულია ამ ტკივილის და დანაკლისის სიტყვებით გადმოცემა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს. ასევე, ავტოკატასტროფაში დაიღუპა ყველასთვის საყვარელი მომღერალი მამუკა ონაშვილი - ჩვენი მეგობარი. ესეც ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებმა გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი