ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იზღუდება
02-08-2022, 11:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში,3 აგვისტოს, 23:00 საათიდან, ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 


მისი თქმით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავლაბრის მოედნიდან წურწუმიას ქუჩის გავლით, ზურაბიშვილის ქუჩაზე და თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით ორმხრივად.

 


„როგორც იცით, ქეთევან დედოფლის გამზირის განახლება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვალა. პროექტის ბოლო ეტაპით გათვალისიწინებული სამუშაოები იწყება. კერძოდ, დაგეგმილია საკომუნიკაციო ჭების ნიშნულზე მოყვანა და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ბოლო ფენის დაგება.ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ შექმნილი დისკომფორტის გარეშე, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია. ეს კეთდება იმისთვის, რომ ქალაქში გადაადგილება კიდევ უფრო კომფორტული გახდეს, ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა - მეტროსადგური, სკვერები და ა.შ. მოწესრიგდეს ისე, როგორც ევროპულ დედაქალაქებშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი