საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის კომიტეტებში და მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ახლებურად განსაზღვრის თაობაზე იმსჯელეს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, კვოტების ხელახალი გადანაწილება საჭირო გახდა იმის გამო, რომ რამდენიმე დეპუტატმა ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა და ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ზაალ უდუმაშვილს პარლამენტის წევრის სტატუსი ვადაზე ადრე შეწყდა.
„გთავაზობთ, რომ ყველა კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვროს 21 წევრით. ასეთი ცვლილება ხდება მაშინ, როდესაც ფრაქციების ან უფრაქციო დეპუტატების რაოდენობა იზრდება. რათა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის უფრაქციო დეპუტატსაც ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა საპარლამენტო კომიტეტებში და დელეგაციებში ყოფნისა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს განხილულ საკითხებს.ვრცე
ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.