თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია გრძელდება
03-08-2022, 11:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ დროისთვის, სამუშაოები მთლიან სარეაბილიტაციო არეალში ხორციელდება.

 


მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

 


„ქეთევან დედოფლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს მონაკვეთი ორ ნაწილად გაიყო. პირველ მონაკვეთზე ასფალტი ზედა ფენაშია მოქცეული და საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანა ხდება. მომდევნო დღეების განმავლობაში, ამ მონაკვეთის ჩაკეტვას ვაპირებთ და ავტომობილით გადაადგილება შეიზღუდება. რაც შეეხება თელავის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილია. მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის, საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები. მონტაჟდება ლედ სანათები. პარალელურად, მიმდინარეობს მეტროსადგურ „ავლაბრისა“ და ავლაბრის მოედნის, ასევე, იქვე არსებული რეკრეაციული სივრცეების განახლების სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩის შესახვევამდე არსებულ მონაკვეთში, გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. მათ შორის, მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანა, რის შემდეგაც ასფალტის საფარის ბოლო ფენა დაიგება.

 


გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თელავის ქუჩის შესახვევიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სადაც დასრულებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია, ხოლო სანიაღვრე ქსელის მოწყობა ბოლო ეტაპზეა. აღნიშნულ მონაკვეთში საგზაო სამუშაოები უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

 


დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, ლევან ნაროუშვილი და ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, კახაბერ ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი