სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატს, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მსახიობს, თენგიზ არჩვაძეს 90 წელი შეუსრულდა.
თენგიზ არჩვაძემ 1956 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მალევე მუშაობა მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო. 1967 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში.
Მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე, თენგიზ არჩვაძემ ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და საზოგადოებისთვის ერთ-ერთ უსაყვარლეს მსახიობად იქცა. მან სხვადასხვა დროს შეასრულა მთავარი როლები ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა: „ხევისბერი გოჩა“, „ხევსურული ბალადა“, „მე ვხედავ მზეს“, „დათა თუთაშხია“, „ვედრება“, „ჯვარცმული კუნძული“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „ანარეკლი“, „წიგნი ფიცისა“ და მრავალი სხვა.
2017 წელს, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, თენგის არჩვაძეს კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო, „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს და პატივს მიაგებს თენგიზ არჩვაძის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე, ულოცავს იუბილეს და დღეგრძელობას უსურვებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.