თბილისში, ვაჟა-ფშაველას II კვარტალში ფარეხების ნაცვლად, ორი სკვერი ეწყობა
03-08-2022, 18:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N14 საცხოვრებელიკორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

 


პირველ ეტაპზე, ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი მიმდინარეობს, შემდეგ კი, დაახლოებით, 1100 კვ. მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყობა.პროექტის ფარგლებში, განთავსდება ბავშვთა-გასართობი სივრცე, დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა დაჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

 


ახალი დასასვენებელი სივრცე ასევე, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N19 კორპუსის მიმდებარედ ეწყობა. ადგილობრივი მოსახლეობის სურვილით და ინიციატივით, მიმდებარე ტერიტორიაზე 17 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ტერიტორიის ნაწილზე გამწვანებული, კეთილმოწყობილი სკვერი მოეწყობა, ნაწილზე კი ადგილობრივების სურვილით, ავტოსადგომი იქნება.

 


სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი