საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2
ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონმა ორფოლოს
პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული სიტუაციური სწავლება
საბრძოლო სროლებით ჩაატარა. დასკვნით წვრთნაში ბატალიონმა
საარტილერიო ჯგუფებისა და საცეცხლე ბატარეების გადაადგილება და
მიზნებზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელა.
სწავლება ორ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე ცეცხლის
მართვის ცენტრებისა და საცეცხლე გათვლების ურთიერთშერწყმა
განხორციელდა, მეორე ეტაპზე კი, ბატალიონის წვრთნა და შეფასება
მოხდა. სწავლების ამოცანას საარტილერიო ბატალიონისა და საცეცხლე
მხარდაჭერის ელემენტების კოორდინირებული მუშაობა წარმოადგენდა.
დასკვნით სწავლებას დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა
გრიგოლია და ქვედანაყოფების მეთაურები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.