საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, დაციან ჩიოლოსს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს და მათი გაღრმავების იმედს გამოთქვამს.
"კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და მჭიდრო კავშირები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის სხვადასხვა დონეზე პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. მტკიცედ მწამს, რომ ამ თანამდებობაზე თქვენი ყოფნის პერიოდში, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული წარმატებული და დინამიკური ურთიერთობები და მჭიდრო პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და განმტკიცდება", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.