ირაკლი ღარიბაშვილი ჰოლდინგ Mivtach Shamir-ის თავმჯდომარეს, მეირ შამირს შეხვდა
04-08-2022, 15:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰოლდინგ Mivtach Shamir-ის თავმჯდომარე მეირ შამირს შეხვდა.

 

მხარეებმა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს, მათ შორის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დარგების მიმართულებებით.

 

საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილმდებარეობას, საერთაშორისო ვიზიტორების მზარდ რიცხვსა და ქვეყანაში არსებულ შეღავათიან საგადასახადო პირობებს.

 

Mivtach Shamir ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგია, რომელიც ისრაელის ბაზარზე უძრავი ქონების, ენერგეტიკის, ფინანსების და ტექნოლოგიების სექტორების მიმართულებით 30-წელზე მეტია ოპერირებს. კომპანია ასევე წარმოდგენილია ინდოეთსა და აშშ-ში.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან - კომპანია Mivtach Shamir-ის პარტნიორი ენერგეტიკის სექტორში დორონ გრუპერი და ელექტროსადგურების ექსპლუატაციის ექსპერტი შლომო გიგი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი