კახა კალაძე: ცენტრალური პარკის პროექტში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილება
04-08-2022, 15:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში განსახორციელებელ ცვლილებებს ადგილზე გაეცნო.

 

 

ცვლილებების თანახმად, შეიცვალა დეკორატიული ატრაქციები. კერძოდ, ფრანგული ბაღისა და ბოტანიკური ბაღის ადგილზე, რომელთა საერთო ფართობი 28 232 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, მოეწყობა გამწვანებული სივრცეები და საპიკნიკე მოლები, ხოლო მცირე ზომის გორაკებზე დაირგვება ხე-მცენარეები ჩრდილისთვის.

 


თბილისის მერის განცხადებით, ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოებს, მუნიციპალიტეტისთვის ტერიტორიის გადმოცემასთან ერთად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და ფონდი„ქართუ“აფინანსებს.

 


„ცენტრალური პარკის პროექტში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ეს იყო მოქალაქეების დაკვეთა. ფრანგული და იაპონური ბაღების ნაცვლად, გაჩნდა ორი დიდი მდელო, რაც გამოყენებული იქნება სხვადასხვა მიზნისთვის - დასვენებისთვის, გართობისთვის და ა.შ. ხაზი მინდა გავუსვა ერთ გარემოებას- ხშირად არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს, მუნიციპალიტეტი ხარჯავს თანხებს ამ პროექტის განხორციელებაში. ეს სივრცე მუნიციპალიტეტს საქველმოქმედო ფონდი „ქართუსგან“ საჩუქრად გადმოეცა. პროექტი სრულად დაფინანსებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. როგორც ქალაქის მერს, თბილისში მცხოვრებ ადამიანს ძალიან მიხარია, რომ ჩვენი დედაქალაქისთვის მსგავსი პროექტი ხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


ფონდი „ქართუს“გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განმარტებით, ცენტრალური პარკი ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება განკუთვნილი.

„ძალიან მალე თბილისს ცენტრალური პარკის სივრცე შეემატება. ის განკუთვნილი იქნება ყველა ასაკის მოქალაქისთვის. იქნება საინტერესო სეგმენტები, როგორც თავისუფალ ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის, ისე სპორტული აქტივობების მსურველთათვის. ვფიქრობ, პარკი დაამშვენებს არამხოლოდ საბურთალოს რაიონს, არამედ მთელ დედაქალაქს“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

 


გარდა ამისა, პარკის მოწყობის პროექტშისაპარკინგე ადგილის ფართი შემცირდა და მის ადგილზე, 5 937 კვადრატულ მეტრ ფართობზე, დაგეგმილია გამწვანებული სივრცეებისა და ჩოგბურთის სპორტული მოედნის მოწყობა. პარკში 440 ადგილის ნაცვლად, 245 საპარკინგე ადგილი დარჩება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი