ირაკლი ღარიბაშვილი: უდიდესი ტრაგედია გამოვიარეთ აგვისტოს ომის დღეებში
08-08-2022, 13:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უდიდესი ტრაგედია გამოვიარეთ აგვისტოს ომის დღეებში, ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე, გმირი დავკარგეთ, ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს მართლაც სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მუხათგვერდში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, მათ ღირსეულად დაიცვეს, თავი შესწირეს სამშობლოს და ძალიან ბევრი თანამოქალაქე გადაარჩინეს.

 


„პირველ რიგში, მინდა ჩემი და ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი უდიდესი მოკრძალება და კიდევ ერთხელ, გამოვუცხადო მწუხარება ჩვენი გარდაცვლილი გმირების, ჩვენი სამხედროების და არა მხოლოდ სამხედროების, ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, ჩვენი გმირების ნათელ ხსოვნას. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უდიდესი ტრაგედია გამოვიარეთ აგვისტოს ომის დღეებში, ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე, გმირი დავკარგეთ, ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს მართლაც სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა. მათ ღირსეულად დაიცვეს ჩვენი სამშობლო, თავი შესწირეს ჩვენს სამშობლოს და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადაარჩინეს. ახლა კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მათი რეალური ისტორიები, გმირების ისტორიები და გმირობის მაგალითები, რომლებიც ჩვენმა გმირმა სამხედროებმა ჩაიდინეს. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე და მინდა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, პირველ რიგში და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, გამთლიანება“, - განაცხადა პრემიერმა.

 


ირაკლი ღარიბაშვილი მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ მიუსამძიმრა.

 


პრემიერ-მინისტრთან ერთად მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი