ცაგერში, „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია
10-08-2022, 15:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცაგერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ,,განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია.

 


განახლდა ცაგერის ცენტრალური ნაწილი. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა როგორც მთავარ პარკს, ასევე შენობა-ნაგებობებსა და მიმდებარე ტერიტორიას.

 

 

,,მთელი რიგი სამუშაოებია ჩატარებული, ასევე საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით. მოწესრიგდა საირიგაციო და სხვა ინფრასტრუქტურული სისტემები. შენობებში განახლდა გადახურვები, გამოიცვალა კარ-ფანჯარა. პარალელურად, დაწყებულია პროგრამის მეორე ფაზის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, კულტურისა და მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია ხორციელდება. რაც მთავარია, წლობით დაგროვილი პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა ცაგერის ბაზარს, უკვე გათვალისწინებულია და ცაგერს ექნება ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზარი, სადაც ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი იქნება გათვალისწინებული. ცაგერს, ასევე, შეემატება ლადო ასათიანის სახელობის ცენტრალური პარკი, სადაც ამჟამად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. შემოდგომაზე ყველა აღნიშნული სამუშაო დასრულდება“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

 


„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას გულისხმობს

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი