მალის სასტუმროში აყვანილი მძევლების გათავისუფლების ოპერაციაში ამერიკის სპეციალური ძალები ჩაერთვნენ
20-11-2015, 07:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიტანული "გარდიანის" ინფორმაციით, გაერომ და საფრანგეთმა უსაფრთხოების დამატებითი ძალები გაგზავნა მალის დედაქალაქში. საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თქმით, ყველა ღონე იქნება გამოყენებული მძევლების თავდასახსნელად.

 


"გარდიანის" ცნობითვე, სასტუმროში აყვანილი მძევლების გათავისუფლების ოპერაციაში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური ძალები არიან ჩაბმული.

 

 

სასტუმროს შტურმი ადგილობრივმა სამართალდამცავებმა უკვე დაიწყეს. ბოლო მონაცემებით, 80 ადამიანის გათავისუფლება მოხერხდა, სპეცოპერაცია კი გრძელდება. 

 

 

სასტუმროზე თავდასხმა დღეს დილით მოხდა. მთელი დღის განმავლობაში ურთიერთგამომორიცხავი ინფორმაციები ვრცელდება თავდამსხმელების რაოდენობის შესახებ. მედიასაშუალებების ნაწილი იუწყება, რომ თავდასხმა ორმა პირმა განახორციელა, ნაწილი კი 13-ს ასახელებს.

 


თავდამსხმელებმა სასტუმროში შეჭრის შემდეგ რამდენიმე პირი თავადვე, იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მათი მოთხოვნით, ყურანიდან ციტატები ზეპირად წარმოთქვეს.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სამი ადამიანი.

 


როგორც ცნობილი გახდა, სასტუმროში მალელების გარდა ჩინეთის, თურქეთის, ინდოეთის, საფრანგეთის და ბელგიის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, თავდამსხმელები სასტუმროში "ალაჰ აკბარს" ყვიროდნენ.

 

მალის საგარეო უწყება მოსახლეობას შინ დარჩენისა და ხელისუფლების მიერ გაცემული ინსტრუქციების დაცვისაკენ მოუწოდებს.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი