გლდანის რაიონის გამგეობის მიერ მუხიანის IVა მიკრორაიონის N15-16 კორპუსებთან და თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩის N26 (ყოფილი ხიზაბავრის) საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის შედეგად ორივე სკვერში ჩატარდა სხვადასხვა სახის სამუშაო, მათ შორის განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, სავარჯიშო სივრცეები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
ორივე სკვერისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 400 000 ლარამდე დაიხარჯა.
დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.