საქართველოს თავდაცვის უწყება 11 აგვისტოს სამხედრო მედიცინის დღეს აღნიშნავს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლებს და სამხედრო ექიმებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული სამხედრო ექიმების ხსოვნას პატივი მიაგო. ჰოსპიტალი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჰოსპიტლის ტერიტორიაზე დაღუპული ექიმი-ტრავმატოლოგის, გიორგი აბრამიშვილის სახელს ატარებს.
თანამედროვე ქართული სამხედრო-სამედიცინო სამსახურის ისტორია საქართველოს თავდაცვის ძალების ჩამოყალიბების დღიდან იწყება. 1992 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს ახალციხის სამხედრო ჰოსპიტალი გადმოეცა, რის საფუძველზეც, ეს თარიღი საქართველოში სამხედრო მედიცინის დღედ აღინიშნება.
2004 წელს, საქართველოს თავდაცვის ძალებში, პირველი სამედიცინო ბატალიონი ჩამოყალიბდა. წლების განმავლობაში ქართული სამხედრო-სამედიცინო სამსახური ნატოს სტანდარტების შესაბამის სამხედრო-სამედიცინო უზრუნველყოფისა და სამედიცინო ევაკუაციის თანამედროვე სტრუქტურად ჩამოყალიბდა. ქართველმა სამხედრო ექიმებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს. მათ არაერთხელ გამოიჩინეს თავი საბრძოლო მოქმედებებისა და სამხედრო სწავლებების დროს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.