კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
12-08-2022, 13:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. შესაბამისი ვიდეოჩართვა დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში განათავსა.

 


მისი თქმით, პირველ ეტაპზე, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რაც უმძიმეს მდგომარეობაში იყო.

 


„ჩვენი მიდგომაა, ყველგან, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ, პირველ რიგში, გვინდა მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილება. ზოგადად, მთელი თბილისის მასშტაბით არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა ამ მხრივ. გვინდა, ეტაპობრივად ყველაფერი მოწესრიგებული და განახლებული იყოს და არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურით. ეს, რა თქმა უნდა, უფრო შრომატევადი სამუშაოა, მეტი დისკომფორტია, მეტი დრო მიაქვს, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია. ყველა დამეთანხმება იმაში, რომ ამ სამუშაოების გარეშე ვერ ჩავატარებთ ქუჩების განახლებას. ეს იქნება ფასადური და დროებითი. ჩვენ კი გვინდა, ძირეულად მოვაწესრიგოთ ქუჩები და გამზირები არსებული რეაბილიტაციის ფარგლებში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 


ადგილზე თბილისის მერთან ერთად, იმყოფებოდა მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, რომლის განმარტებით, ამ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ წყალარინების 1000 მმ-იან ქსელს აწყობს. მისივე თქმით, სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია.

 


„მიუხედავად იმისა, რომ ვარაზისხევიდან, დაახლოებით, 800 მეტრი მონაკვეთია, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, მთლიანობაში მოწყო 5 კმ-მდე ქსელი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო კომუნიკაცია, მაგალითად წყალი, წყალარინების ქსელი ქუჩის ორივე მხარეს გადის. მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოები უკვე დასასრულისკენ მიდის. 1000 მმ-იანი ქსელის მოწყობა ჭოველიძის ქუჩიდან თბილისის საკონცერტო დარბაზამდე დასრულდება და დაიწყება საასფალტე სამუშაოები“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

 


გარდა ამისა, მისივე თქმით, საფუძვლიანად უნდა მოწესრიგდეს თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი, სადაც უხვი ნალექის დროს წყალი ჩადის.

 


ამასთან, მერის მოადგილის განმარტებით, სამუშაოები მიმდინარეობს ტროტუარებზეც, ხოლო ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდება.

 


„როგორც აღვნიშნე, წყლის, წყალარინების, გაზმომარაგების, სანიაღვრე ქსელის სამუსაოები დასასრულს უახლოვდება და უახლოეს მომავალში დაიწყება უშუალოდ საგზაო ნაწილის სამუშაოები“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

 


როგორც კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეაბილიტაცია დაიწყება თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მდებარე იმ საგზაო მონაკვეთზე, რომელზეც ამჟამად ავტომობილებები გადაადგილდებიან.

 


მისივე თქმით, პროექტი ძალიან მასშტაბურია და მოიცავს ახალი ფილების დაგებას, ლედსანათების დამონტჟებასა და გამწვანების სამუშაოების ჩატარებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი