მეტროსადგურ „გოცირიძის“ მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოებიიწყება, რის გამოც, 13 და 14 აგვისტოს თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები იმოძრავებენ ზონალურად.
მგზავრთა მომსახურება შეჩერდება მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „სადგურის მოედნამდე“. მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბემდე“ და „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“.
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს უხდის ნოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის!
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.