ცაგერის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო. მოწესრიგდა ,,მწვანე თეატრის" ტერიტორია, გაიწმინდა ამფითეატრის ტერიტორიაზე მდებარე მდინარის კალაპოტი.
ცაგერის მერიის ცნობით, დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ ა/ა/იპ ,,ახალგაზრდული ცენტრის" და კულტურის ცენტრის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
მსგავსი ტიპის აქციები ცაგერის მუნიციპალიტეტის ტურისტულ ლოკაციებზე კვლავ იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.