GUARDIAN.GE - ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI) ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფლორიდის მარ-ა-ლაგოს სახლიდან 11 საიდუმლო დოკუმენტი ამოიღო, მათგან რამდენიმეს „გრიფით საიდუმლო“ ადევს. ეს პირველი შემთხვევაა ამერიკაში, როცა ექს-პრეზიდენტის სახლი სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე ძიების ფარგლებში გაჩხრიკეს.
თეთრი სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების გატანა კანონით არის აკრძალული. ტრამპის პრეზიდენტობისას სასჯელი ამ კუთხით უფრო გამკაცრდა და ახლა ეს დანაშაული 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ტრამპის ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა თეთრ სახლში ყოფნისას თავისი განკარგულებით აღნიშნულ დოკუმენტებს „გრიფით საიდუმლო“ მოხსნა და ოვალური ოფისიდან საცხოვრებელ სახლში წაღებული დოკუმენტები საიდუმლო მასალებს არ წარმოადგენდა. „დოკუმეტებისთვის „გრიფით საიდუმლო“ სტატუსის მინიჭების და მოხსნის უფლება მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს გააჩნია“, - აღნიშნულია ტრამპის ოფისის განცხადებაში.
ტრამპის კონსერვატორმა მოკავშირეებმა ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებელ სახლში განხორციელებული რეიდი დაგმეს, მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული ტრამპისთვის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 8 აგვისტოს განაცხადა, რომ ფლორიდაში, თავის მარ-ა-ლაგოს საცხოვრებელ სახლში ფედერალურმა საგამოძიებო სამსახურმა (FBI) „რეიდი“ ჩაატარა. ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარ-ა-ლაგო „ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტების დიდ ჯგუფს ჰქონდა დაკავებული“.
ამერიკული მედიის ცნობით, ჩხრეკა დაკავშირებული იყო დოკუმენტებთან, რომელიც პრეზიდენტს თეთრი სახლის დატოვებისას შესაძლოა მარ-ა-ლაგოში წაეღო. ტრამპის ადვოკატმა, ქრისტინა ბობმა NBC-ის ახალ ამბებს უთხრა, რომ საგამოძიებო სამსახურმა ჩხრეკისას ზოგიერთი დოკუმენტი დალუქა და წაიღო.
ტრამპმა, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, თავისი განცხადება ასე დაიწყო: „ეს არის ბნელი დრო ჩვენი ქვეყნისთვის“. მან თქვა, რომ თანამშრომლობდა ყველა სათანადო სამთავრობო სააგენტოსთან და „ჩემს სახლზე გამოუცხადებელი რეიდი არ იყო საჭირო და სათანადო“. მან მომხდარს „პროკურატურის გადაცდომა“ და „იუსტიციის სისტემის შეიარაღება“ უწოდა, რაც ტრამპის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ხელახალი კენჭისყრისთვის ხელის შეშლას უკავშირდება.
„ასეთ თავდასხმას შესაძლოა მხოლოდ ჩამოშლილ, მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ჰქონდეს ადგილი. სამწუხაროდ, ამერიკა ახლა გახდა ერთ-ერთი ამ ქვეყნებიდან - იმ დონის კორუმპირებული, როგორიც მანამდე არასდროს გვიხილავს“, - განაცხადა ტრამპმა.
CBS-ის ახალი ამბების ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი მის მარ-ა-ლაგოს სახლში განხორციელებული ჩხრეკის დროს ნიუ იორკში, „ტრამპ თაუერ“-ში იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.