მალის დედაქალაქში სასტუმროზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ალ-ყაიდასთან კავშირში მყოფმა დაჯგუფებამ აიღო. ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
ბრიტანული „გარდიანის“ ინფორმაციით კი, ტერორისტთა ალყიდან გერმანიის ორმა მოქალაქემ მოახერხა თავის დაღწევა. ასევე ინდოეთის 20 მოქალაქის ევაკუირებაც მშვიდობიანად მოხერხდა. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ბრიტანული გამოცემა ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საფრანგეთის უსაფრთხოების დამატებითი ძალები უკვე მალის დედაქალაქ ბამაკოში იმყოფებიან და სასტუმროდან მძევლების გათავისუფლების ოპერაციში არიან ჩართული.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ყველა ღონე იქნება გამოყენებული მძევლების დასახსნელად.
სასტუმროში აყვანილი მძევლების გათავისუფლების ოპერაციაში აშშ-ს სპეციალური ძალები უკვე ჩაებნენ.
სასტუმრო „რედისონში“ შტურმი გრძელდება.
მალის საგარეო უწყება მოსახლეობას შინ დარჩენისა და ხელისუფლების მიერ გაცემული ინსტრუქციების დაცვისაკენ მოუწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.