საქართველოს რკინიგზამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული, 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენი კორიდორის მიმართულებით უფრო მეტი ტვირთი მოიმართა და შესაბამისად, გადაზიდვების მოცულობამაც მოიმატა.
„მას შემდეგ, რაც ჩვენი კორიდორის მიმართულებით მოიმართა უფრო მეტი ტვირთი და გადაზიდვების მოცულობამ მოიმატა, ასევე მომატებულია რკინიგზის შემოსავლები და პირველი ნახევრის რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა რკინიგზამ 6 თვე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და რეკორდული მაჩვენებელი. აქაც გაზრდილია საოპერაციო შემოსავლები, მოგებაზეც გითხარით უკვე, მთლიანად საოპერაციო შემოსავლებმა შეადგინა 311 მილიონი ლარი შეადგინა და აქედან 161 მლნ ლარი არის მოგება“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.