ირაკლი ღარიბაშვილი: წელსაც მოვახდენთ სუბსიდირებას; 1 კგ. თეთრი ყურძნის ფასი იქნება მინიმუმ 90 თეთრი, არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი
15-08-2022, 19:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ახლა, რაც შეეხება რთველს და წელს მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ, ბუნებრივია, ვიმსჯელეთ ამის თაობაზე, გვქონდა შეკრება და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელსაც, რა თქმა უნდა, მოვახდენთ სუბსიდირებას. 1 კგ. თეთრი ყურძნის ფასი იქნება მინიმუმ 90 თეთრი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი და სახელმწიფო მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს მევენახეებს.

 


„პროცესში ჩაერთვება 300-მდე ღვინის კომპანია. ჩვენ მათთან უკვე გვქონდა კარგი შეხვედრები, გვაქვს სრული კოორდინაცია, შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს და ჩვენ წელს ველოდებით რეკორდულ მოსავალს, დაახლოებით, 300 000 ტონა მოსავალს ველოდებით წელს. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. სწორედ ამ ყველა გამოწვევის და ყველა ამ ფაქტორების გათვალისწინებით, წელსაც, რა თქმა უნდა, გაგრძელდება სუბსიდირება. ჯამურად, მთავრობას სუბსიდირება დაუჯდება, დაახლოებით, 150 მლნ ლარი. ვინაიდან ეს არის სტრატეგიული დარგი და ჩვენი ქვეყანა არის მეღვინეობის აკვანი და მიჩნეულია, დადასტურებულია, რომ სწორედ ჩვენგან დაიწყო მეღვინეობა, სწორედ ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია სწორი ჩარევა და სწორი დახმარება ჩვენი მევენახეებისთვის. ასე რომ, ამის თაობაზე ბატონი ოთარი დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ჩვენს მევენახეებს, ჩვენს მოსახლეობას და უნდა იყოს მაქსიმალურად იდეალურად ჩატარებული წლევანდელი რთველი 2022“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

 

პრემიერის თქმით, 2012 წლამდე, არა თუ წახალისება არ იყო საერთოდ მევენახეობა-მეღვინეობის, არამედ, პირდაპირ მთავრობა იყო უხეშად ჩარეული და მევენახეებს სთხოვდნენ ვენახების გაჩეხვას და მეორე - ყურძნის არ ჩაბარებას.

 


„სწორედ ჩვენი მხრიდან სწორი ნაბიჯების გადადგმამ, ეფექტური და ხელშესახები ნაბიჯების გადადგმამ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. შედარებისთვის, გახსოვთ ალბათ, რომ 2012 წლამდე, არა თუ წახალისება არ იყო საერთოდ მევენახეობა-მეღვინეობის, არამედ, პირდაპირ მთავრობა იყო უხეშად ჩარეული და ჩვენს მევენახეებს სთხოვდნენ ვენახების გაჩეხვას და მეორე - ყურძნის არ ჩაბარებას, იქამდე მიჰყავდათ მდგომარეობა, რომ პრაქტიკულად აზრს კარგავდა ყურძნის ჩაბარება, იმდენად გართულებული იყო ზოგადად პროცესი და სიტუაცია, პირდაპირ ზეწოლის ქვეშ იყვნენ მევენახეები, ამის არაერთი მაგალითი ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად. ასევე, შეგახსენებთ მაგალითისთვის, თუ რამდენიმე ათეული კომპანია იყო მევენახეობა-მეღვინეობაში, დაახლოებით 30 კომპანია, წელს არის მინიმუმ 300 კომპანიაზე მეტი და მათი წლიური შემოსავლები შეადგენს ასეულობით მილიონ დოლარს. რა თქმა უნდა, ამ დარგში ჩართული არის დაახლოებით 25 000-მდე მევენახე. ეს ნიშნავს მათი ოჯახების გაძლიერებას, მეტ შემოსავალს, მეტ კეთილდღეობას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

 

 

კომენტარები: 8
#8   Brayden
      
References:


Aliante casino las vegas

References:
https://graph.org/Zoome-Casino-Ultimate-Gaming-Guide-04-20
21 აპრილი 2026 08:44
#7   Theresa
      
References:


Crown casino real money

References:
https://graph.org/Treasury-Casino-Ultimate-Gaming-Guide-04-20
21 აპრილი 2026 07:49
#6   Kerstin
      
17 აპრილი 2026 10:48
#5   Marshall
      
References:


Mahjongg dimensions more time

References:
https://sochi.scapp.ru/scapp-gorod/sochinskie-tonneli/
17 აპრილი 2026 04:46
#4   Tommy
      
steroid cycle before after

References:
https://controlc.com/a88d98e5
15 აპრილი 2026 12:41
#3   Elinor
      
7 აპრილი 2026 11:57
#2   Ralph
      
References:


Steroid message boards

References:
https://www.udrpsearch.com/user/dancernepal4
1 აპრილი 2026 10:33
#1   Amy
      
27 მარტი 2026 21:34
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი