მალიში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დასრულდა, გარდაცვლილია სულ მცირე 18 ადამიანი
20-11-2015, 11:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მალის დედაქლაქ ბამაკოში მდებარე სასტუმრო "რედისონში" ტერორისტების მიერ აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია. მსხვერპლის რაოდენობა კი სულ მცირე 18 ადამიანს შეადგენს. BBC-ს ცნობით, დაჭრილია ორი ჯარისკაცი. 130 მძევლიდან, ოცდაათმა გაქცევა მოახერხა, მათ შორის, გერმანიის ორი მოქალაქე იყო.  

 


"ფრანსპრესის" ინფორმაციით, დამნაშავეებს სულ მცირე 8 სახელმწიფოს მოქალაქეები ჰყავდათ მძევლებად აყვანილი, მათ შორის გერმანიის, ბელგიის, ჩინეთის, თურქეთის, ამერიკის, საფრანგეთის და ინდოეთის მოქალაქეები. სააგენტოს ცნობით, ოპერაციის დროს ორი ტერორისტის ლიკვიდაცია განხორციელდა.

 

 

მძევლების გათავისუფლების ოპერაციაში ჩართული იყვნენ საფრანგეთიდან მალიში საგანგებოდ ჩასული საფრანგეთის უსაფრთხოების ძალები, ასევე აშშ-ს სპეციალური დანაყოფი. 

 

 

მალის დედაქალაქში სასტუმროზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ალ-ყაიდასთან კავშირში მყოფმა დაჯგუფებამ აიღო. ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი