იაპონიის ელჩი იმამურა აკირა მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვია
16-08-2022, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იაპონია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავზე, 11 აგვისტოს, მაშინ როდესაც იაპონიაში მთის დღე აღინიშნება, იაპონიის ელჩი, იმამურა აკირა მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვია. კავკასიონის ულამაზესი მთებით შემოსაზღვრულ ადგილას, მან ხაზი გაუსვა მთის საკვანძო როლს ჩვენი პლანეტის გადარჩენისათვის აუცილებელი ეკოსისტემისა და მომსახურების შექმნაში.

 


მოგზაურობის დროს ელჩი მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს შეხვდა, რომელმაც გაუზიარა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებზე და არსებულ გამოწვევებზე. მხარეებმა, ასევე ისაუბრეს იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ.

 


ვიზიტის ფარგლებში, ელჩი მესტიის მერთან ერთად ეწვია უშგულს, რომელმაც თავისი ისტორიით, კულტურული თავისებურებებით, უნიკალური არქიტექტურითა და ულამაზესი ბუნებით წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

 

 

ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ქართველი ალპინისტის, მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმისა და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმისა მონახულება, რომლის სიამაყეა ეთნოგრაფიული ექსპონატები, შუა საუკუნეების ხელნაწერებისა და ხატების კოლექცია. მოგზაურობის განმავლობაში ელჩი გაეცნო სვანურ კერძებს, მუსიკას და ცეკვას.

 


ელჩმა, ასევე დაათვალიერა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მინი გრანტების ფარგლებში დაფინანსებული ფოტო გამოფენა, რომელიც ასახავს საქართველოს სხვადასხვა მთის კურორტს. გამოფენა ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “ემ თი ეის” მიერ. საგამოფენო სივრცე ფართო აუდიტორიას 17 აგვისტოდან უმასპინძლებს.

 


ვიზიტის ბოლო და გამორჩეული ნაწილი იყო შშმ პირთა დღის ცენტრში სტუმრობა, რომელიც 2019 წელს იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ეს არის პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი მუნიციპალიტეტში, რომელიც მნიშვნელოვან სერვისებს აწვდის 100-მდე შშმ პირს.

 

 

ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი