საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა
საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. მან თავდაცვის
ძალების საუკეთესო სამხედროებს - კაპრალ-სპეციალისტ კახა შარვაშიძეს, სერჟანტ ირაკლი
ჯულაყიძეს, სერჟანტ ლევან პატაშურსა და უფროს ლეიტენანტ თორნიკე სამაკაშვილს
მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და კარიერულ ცხოვრებაში
წარმატებები უსურვა.
წელს საუკეთესო სამხედროები ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადიდან, დავით
აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიიდან, თავდაცვის
ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადებიდან გამოვლინდნენ.
თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია საუკეთესო რიგითების, კაპრალების, ათეულისა
და ოცეულის მეთაურების, სერჟანტებისა და უმცროსი ოფიცრების გამოვლენის მიზნით
მუშაობას აგრძელებს. აღნიშნული ინიციატივა თავდაცვის უწყებაში სამხედროების დაფასების,
შეჯიბრებითობისა და თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.