მესტიის მუნიციპალიტეტში, ეცერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალური გზიდან სოფელ ბარშამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
18-08-2022, 09:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიის მუნიციპალიტეტში, ეცერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალური გზიდან სოფელ ბარშამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ცენტრალური გზის სავალი ნაწილიდან სოფელ ბარშამდე, მთლიანად მოეწყო მონოლითური ცემენტ-ბეტონის საფარი. ასევე მოეწყო გვერდულები და ხელოვნური ნაგებობები (ცხაურები, გაბიონები, კიუვეტები, მილხიდების სათავისები).

 

 

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ცენტრალურ გზაზე მიერთებების მოწყობის სამუშაოები.

 


გზის ღერძის მარჯვნივ არსებულ ღელეზე, რომელიც გამუდმებით აზიანებდა სავალ ნაწილს, გზის პროფილის გასწვრივ მოეწყო 2 მეტრი სიმაღლის დამცავი ნაგებობები.

 


პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 5 აგვისტოს #1398 განკარგულებით საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება შეადგენს 1 170 742 ლარს.

 

 

სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს ელექტრონულ ტენდერში (NAT210004333) გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „კოლხიდა“, ხოლო პროექტზე ზედამხედველობას ახორციელებს შპს „ჯეო ექსპერტი“.

 


პროექტის ზედამხედველის ინფორმაციით სამუშაოები სექტემბრის თვეში დასრულდება.

 

 

ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი