მესტიის მუნიციპალიტეტის ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
18-08-2022, 09:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მესტიის მუნიციპალიტეტის ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულში 2587 მ. სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

 


უკვე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი 1,8 კმ-ზე. პროექტის ფარგლებში დასრულდა ნაპირდამცავი გაბიონების მშენებლობის სამუშაოები და სანიაღვრე მილების სათავისების მოწყობა. ასევე მოეწყო საყრდენი კედლები გაბიონში ქვის წყობით და ბაგირი-ზღუდარის მონტაჟი შეღებვით.

 


ამ ეტაპზე ხორციელდება დარჩენილი გზის ბეტონის საფარის დაგება და კიუვეტების არხის მოწყობის სამუშაოები.

 


სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT200012702) გამარჯვებული კომპანია შპს „ლიდერ +“ ასრულებს.

 


პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 5 აგვისტოს #1398 განკარგულებით, საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება შეადგენს 4 273 052 ლარს.

 


ცხუმარის გზის სამშენებლო სამუშაოები 2020-წელს დაიწყო და 2022 წლის აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.

 

 

ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი