გლდანის რაიონის გამგეობა 18 აგვისტოს, ღამის საათებში მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას დაიწყებს.
პროექტის შედეგად, შეიცვლება დაზიანებული ფილები, მოწესრიგდება საერთო სარგებლობის კიბეები და სანიაღვრე ქსელის ცხაურები. ძირითადად, პროცესი გვიან ღამით, მეტროსადგურის სამუშაო საათების დასრულების შემდეგ წარიმართება.
გარდა ამისა,უახლოეს მომავალში მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“მიმდებარედ, სავაჭრო ცენტრ „მარიამსა“ და „ევრაზიას“ შორის არსებული ტერიტორიის მოწესრიგებაც დაიწყება და გამგეობის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურა და სივრცე კეთილმოეწყობა.აღნიშნული პროექტის დაგეგმარება ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, სააგენტო ტერიტორიაზე მოსაცდელებს განათავსებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.