21 აგვისტო ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა
21-08-2022, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დღეს ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის, საქართველოს ეროვნული
გმირის გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა. უკვე მეორე წელია საქართველო
ქართველი გენერლის დაბადების დღეს სამშობლოში აღნიშნავს. ქართველი
გენერლის ხსოვნის პატივსაცემად მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო
მოღვაწეთა პანთეონში თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი და
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი,
ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი იმყოფებოდნენ. მათ ეროვნულ გმირის
საფლავი თაიგულებით შეამკეს და საქართველოსთვის ქართველი გენერლის
ღვაწლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ემიგრაციაში გარდაცვლილი გენერლის ნეშტი
საფრანგეთიდან საქართველოში 2021 წლის 22 მაისს გადმოასვენეს.
გადმოსვენების თემაზე მუშაობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის
თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო. გენერალი მშობლიურ მიწას 2021 წლის
26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს მიაბარეს. გენერალი გიორგი კვინიტაძე 1874
წლის 21 აგვისტოს დაიბადა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე
აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების
პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის
დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად
მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს,
ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე,
მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში
წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი