ახალი ავიაკომპანია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში - Southwind Airlines-მა თბილისიდან ანტალიის მიმართულებით დღეს პირველი ჩარტერული რეისი შეასრულა.
Southwind Airlines-ი ჩარტერულ რეისებს ანტალიის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ კვირას, 25 სექტემბრამდე, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
დღეისათვის, ანტალიის მიმართულებით რეგულარულ რეისებს ავიკომპანია Pegasus-ი კვირაში 5 სიხშირით ასრულებს, ხოლო სექტემბერში - კვირაში 6 რეისს შეასრულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.