კახა კალაძე: ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება
22-08-2022, 14:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება. გადატრიალებისა და რევოლუციის მცდელობა კი მარცხისთვის არის განწირული. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

 


მისი თქმით, ქვეყანაში არეულობის მოხდენა „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია და ისინი ამის შესახებ პირდაპირ განცხადებებსაც აკეთებენ.

 


„ყველასათვის ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაჯგუფება, რომლის სურვილია, ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია მოხდეს. ეს არ არის ჩემი მოგონილი. ეს არის მათი პირდაპირი განცხადებები, მათი სატელევიზიო ნარატივი, თუმცა არავის გამოუვა ქვეყანაში არეულობის შემოტანა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ხელისუფლების ცვლილებები ამ ქვეყანაში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, როგორც ეს ყველა ნორმალურ, განვითარებულ სახელმწიფოში ხდება. სხვა სურვილები, რომ ვიღაცამ გადატრიალება მოაწყოს, სადღაც შევარდეს, ეს ყველაფერი განწირულია მარცხისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი