ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სამველ არზუმანიანი, მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი აღას ნანაიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განსახილველი იყო ხუთი საკითხი:
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის 6 (ექვსი) თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
2. ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
3. ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ ” ნინოწმინდის მუნიციპალიუტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის #11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიაში მემორიალის „ქვაჯვარის“ განთავსებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
5. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ეკა ანთაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
დღის წესრიგის პირველი ოთხი საკითხი ერთხმად დამკიცდა , მეხუთე კი საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.