ცაგერის მუნიციპალიტეტში ლასურიაში-მახაშის საავტომობილო გზის მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები დასრულდა. გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო.
შესრულებული სამუშაოები, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალუდა თუთისანმა დაათვალიერა.
სამუშაოებს აწარმოებდა შ.პ.ს. ,,საქმილსადენმშენი". პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 971 963 ლარი იყო. გზა უკვე შესულია ექსპლუატაციაში.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.