მიმდინარე წლის 19-26 აგვისტოს პერიოდში, კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდმა მონაწილეობა მიიღო ლიეტუვის შეიარაღებული ძალების მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კიბერსწავლება „Amber Mist 2022”-ში.
სწავლება ეფუძნება კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, ასევე სამხედრო კომუნიკაციებისა და საინფორმაციო სისტემების წინააღმდეგ, სიმულირებულ კიბერშეტევებს და მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების ოპერატიული დანაყოფების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობის შეფასებასა და გაძლიერებას კიბერსივრცეში ოპერაციების ჩასატარებლად, როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე კრიზისის და შეიარაღებული კონფლიქტების დროს. საქართველოს გუნდი, ლიეტუველ, ამერიკელ, უკრაინელ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებაში 2019 წლიდან მონაწილეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.