ქალაქ ცაგერში, მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე „მაქსიმობა“ აღინიშნა.
საზეიმო წირვა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა და მრევლმა მურის კლდეკარში, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში გადაინაცვლეს, სადაც წმინდანის წმინდა ნაწილებია დაკრძალული. აღევლინა პარაკლისი.
სადღესასწაულო ღონისძიებას მრევლთან და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ქრისტინე კობახიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ჭაბუკი ჭაბუკიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვესწრებოდი.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული გიორგი გუგუჩია.
ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანესთან ერთად იმყოფებოდნენ: მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი, საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი სერაფიმე, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე.
"თუ გონების დანიშნულება შემეცნების განათლებაა, ხოლო ეს ნათელი კი ღვთის სიყვარულით იბადება, მაშინ კარგად უთქვამთ, რომ არაფერია ღვთიურ სიყვარულზე დიადი".-წმინდა მაქსიმე აღმსარებელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.