ძალიან საეჭვოც კი არის, რომ ერთდროულად ჩნდებოდა ხანძარი რამდენიმე რეგიონში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გომელაურის უწყებამ ძალიან ეფექტურად მართა ეს კრიზისი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა უწყებას, ვინც ამ მძიმე გამოწვევების პროცესში იყო ჩართული.
„მინდა შევეხო ხანძრების საკითხს. ჩვენ ყველანი ვართ ძალიან შეწუხებულები. ბოლო 10 დღეა ვებრძვით აქტიურად ხანძარს. პრაქტიკულად, ყველა რეგიონში იყო ხანძარი. ძალიან საეჭვოც კი არის, რომ ერთდროულად ჩნდებოდა ხანძარი რამდენიმე რეგიონში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გომელაურის უწყებამ ძალიან ეფექტურად მართა ეს კრიზისი. მოგეხსენებათ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, ჩართული იყო თავდაცვის ძალები. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ჯარს, ჩვენს პოლიციას, ჩვენს საამაყო სამაშველო სამსახურს, სატყეო სააგენტოს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ყველას, ვინც ამ მძიმე გამოწვევების პროცესში იყო ჩართული. ხანძარი თავიდან გავრცელდა ბორჯომში, შემდეგ უკვე გავრცელდა სხვადასხვა რაიონებზე და სოფლებზე, მაგრამ თითქმის ყველგან პრაქტიკულად ლოკალიზებულია, ლიკვიდირებულია ხანძარი“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მოუწოდა მოქალაქეებს, რომ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ.
„ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცდა იმისა, რომ შესაძლოა ეს ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობით იყო გამოწვეული, შესაძლოა ეს ძალიან დიდი სიცხის გამო იყო გამოწვეული, არის ვერსიები, რომ შესაძლოა ეს იყოს გარკვეული დივერსიაც, არაფერია გამორიცხული, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს. ჩვენ არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, ვინაიდან, ვიცით რა სწორედ ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი დივერსიული მიდრეკილებები, არაფერია გამორიცხული, ამიტომ, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს და ყველა ვერსიაზე უნდა გასცეს ამომწურავი პასუხი და მე ვიცი, რომ ასეც იქნება.
მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ. უკვე პრაქტიკულად, რამდენიმე კვირაა, წვიმა არ მოსულა, რთული ვითარებაა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ხანძრები მთელს ევროპაშია მოდებული, ამერიკაშიც, ყველგან და ეს დიდი გამოწვევაა. ასე, რომ მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ასეთ საკითხებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.