ვემზადებით, რომ შევუერთდეთ ერთიან ევრო გადახდის სივრცეს, SEPA –ს, ევროკავშირში გადარიცხვებისთვის აღარ იქნება საჭირო საკორესპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება და ეს ძალიან პოზიტიური საკითხია ჩვენი მოქალაქეებისთვის-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ორგანიზაციის წევრი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ასევე დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი არიან.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ყველა სამთავრობო უწყება მუშაობს, მთავრობის სხდომის შემდეგ კი პარლამენტს სამი კანონპროექტი გადაეგზავნება დასამტკიცებლად.
„კიდევ ერთი პოზიტიური ინფორმაცია მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება. გეტყვით, რომ ვემზადებით შევუერთდეთ ერთიან ევრო გადახდის სივრცეს, ასეთი სახელწოდებისაა ეს ორგანიზაცია, SEPA – Single Euro Payment Area. ეს არის ევროკავშირის და ევროზონის ქვეყნებში საგადასახადო მომსახურების და პროვაიდერების ჰარმონიზების ჩარჩო, რომლის წევრიც არის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ასევე დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, ეროვნული ბანკი ჩართულია, ეკონომიკის სამინისტრო, სხვადასხვა სამთავრობო უწყებები და საქართველოს პარლამენტმა, რომელსაც გადაეგზავნება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი სამი კანონპროექტი, უნდა დაამტკიცოს და შესაბამისი ცვლილებები უნდა ასახოს კანონმდებლობაში, რაც ასევე ძალიან პოზიტიური იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამის თაობაზე დეტალურ ინფორმაციას ბატონი ლევან დავითაშვილი მოგახსენებთ მთავრობის სხდომის შემდეგ. ზოგადად, მე ვიტყოდი, რომ ევროკავშირში გადარიცხვებისთვის აღარ იქნება საჭირო საკორესპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება და ეს ძალიან პოზიტიური საკითხია ჩვენი მოქალაქეებისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.