ტაბახმელაში რეკრეაციული სივრცე მოეწყო
29-08-2022, 19:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს აქტიურად ახორციელებს.

 


ამ ეტაპზე, ტაბახმელაში ახალი რეკრეაციული სივრცე 5 000 კვ მ. ფართობზე
მოეწყო. პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონები,
სპორტული მოედანი, ტრენაჟორები, მოსასვენებელი პავილიონები განთავსდა.
ასევე, მოეწყო LED განათების და სარწყავი სისტემა. სკვერში დაიდგა საპარკე
ინფრასტრუქტურაც.

 


დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე,
მერის მოადგილე კახა გულედანი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ
აბაშიძე გაეცნენ.

 


„ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ,
მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენს რაიონს მსგავსი სივრცეები შევმატოთ, სადაც
ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება მოსვლა და განტვირთვა. ამ ტერიტორიის
რეაბილიტაცია გახლდათ მერის დაპირება და დღეს უკვე გვაქვს განახლებული
სკვერი, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს“, - განაცხადა
დავით კირკიტაძემ.

 


სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან
680 000 ლარი გამოიყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი