მელიქიშვილის გამზირზე არსებული ხეები დიდი თარგების გამო გადაირგვება, - ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, პაატა ტოგონიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გადარგვის პროცესი ხეების დაზიანების გარეშე ხორციელდება.
„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური მელიქიშვილის
გამზირის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების დაწყებამდე, პროექტირების
ეტაპზე გადაწყდა აღნიშნულ მისამართზე არსებული ამაღლებული თარგების
დადაბლება, პირველად ნიშნულამდე დაყვანა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე
ოთხი ძირი კატალპა გადაირგვება შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ სანერგეში“, - განაცხადა
პაატა ტოგონიძემ.
მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, მწვანე ნარგავები
შესაბამისი თარგის მიხედვით დაირგვება.
დედაქალაქში ბოლო ოთხ წელიწადში 300 000-ზე მეტი მწვანე ნარგავი დაირგო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.