საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალური პოლიციის დაცვის სამსახურის დირექტორს, პირადი დაცვის სამსახურების ასოციაციის თავმჯდომარეს, შტეფენ რუსს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიის უწყებებს შორის არსებულ წარმატებულ პარტნიორობას.
აღინიშნა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანიზებით, თბილისში პირადი დაცვის სამსახურების ასოციაციის რიგით მე-18 კონფერენცია გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 50-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის დაცვის სამსახურებიდან 120-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება. კონფერენციის მომხსენებლები მიმოიხილავენ უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს და სამსახურის სპეციფიკის ძირითად მიმართულებებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ესწრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.