თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო
სპეცდანიშნულების ასეულისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო
სპეცდანიშნულების ჯგუფებს შორის გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების
(JCET) ფარგლებში დასკვნითი სწავლება ჩაატარდა. ორკვირიანი სწავლება სხვადასხვა
სასწავლო კომპონენტებს მოიცავადა, მათ შორის იყო სანაპირო ზოლის რეკოგნოსცირება,
ზღვიდან ხმელეთზე ინფილტრაცია/ექსფილტრაცია, სანაპირო ზოლში/ნაპირზე რეიდი,
ჩასაფრება იერიშები, ტაქტიკური მომზადება, ახლო მანძილზე სროლის კურსი.
თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში გაერთიანებული ერთობლივი
გაცვლითი წვრთნები (JCET) სისტემატიურად ტარდება და მასში ქართველ სამხედროებთან
ერთად მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც იღებენ.
სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.