ბერნარდ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში მიიღებს მონაწილეობას, - გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
ბერნარდ კუშნერმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმები - საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცენდენტო პროგრამები დადებითად შეაფასა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს გლობალური კონფერენციის - „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში - საქართველო და მსოფლიო“ როლზე, რომლის მონაწილეებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს.
საქართველოს ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს მოხსენებაში გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარდ კუშნერი.
გლობალური ალიანსი ჯანდაცვის საერთაშორისო ექპერტების ჯგუფია, რომელიც უმაღლესი კლასის პროფესიონალებითა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებით არის დაკომპლექტებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.