კრწანისის ქუჩისა და კრწანისის მეორე შესახვევის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
01-09-2022, 18:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩისა და კრწანისის მეორე შესახვევის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.

 


სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

 


„კრწანისის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დავიწყეთ. სამუშაოების პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვლება. სამწუხაროდ, წყალი ხშირად ითიშებოდა, სანიაღვრე სისტემა საერთოდ მოშლილი, უფუნქციო იყო. სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება.მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვლება განათების ბოძები თავისი ლედ სანათებით, ქუჩა შშმ პირთათვის მთლიანადადაპტირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, კრწანისის ქუჩაზე წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელების განახლებას კომპანია GWP განახორციელებს, ხოლო გაზმომარაგების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციას -„თბილისი ენერჯი“.

 


მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, ასევე, მოეწყობა გარე განათების ქსელი, ხოლო 2 500 გრძივ მეტრზე, სულ 22 700 კვ.მ ფართობზე საგზაო სამუშაოები განხორციელდება. ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდებაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

 


სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია განახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 4 000 000 ლარამდე შეადგენს.

 


დაგეგმილი სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან კრწანისისა და გორგასლის ქუჩების კვეთიდან საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

 


კახა კალაძესთან ერთად ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, ლევან ნაროუშვილი, კრწანისის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე და პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია იმყოფებოდნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი